არსებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შესაძლოა, პარტია დატოვოს.
პარტიის თავმჯდომარე სხვა ლიდერებთან ერთად, ცენტრალურ ოფისში დღეს, 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.
პარტიის პრესსამსახურში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ალასანია საგანგებო ბრიფინგს მართვს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსალოდნელი ბრიფინგი სწორედ ალასანიას მიერ პარტიის დატოვებას უკავშირდებოდეს.
„თავისუფალი დემოკრატები“ დღეს ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა.