დავით უსუფაშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ – მირჩევნია ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, ციფრებიდან გამომდინარე ისინი იმსახურებენ პარლამენტში ყოფნას.

”მიუხედავად იმისა, რომ „პარტიოტთა ალიანსი“ რჩება პირადად ჩემთვის და „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ნომერ პირველ კონკურენტ ძალად იდეოლოგიის თვალსაზრისით, მე მირჩევნია ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ. რადგან როდესაც ვლაპარაკობ მრავალპარტიულ პარლამენტზე, მე არ ვლაპარაკობ მრავალ „რესპუბლიკურ პარტიან“ პარლამენტზე, მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ მოსახლეობის განწყობები იყოს ადეკვატურად წარმოდგენილი პარლამენტში.

მე ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსს“, მე ვხედავ, რომ მათ აქვთ საკმარისი მხარდაჭერა და თუ მათ მიიღეს შედეგები და ისინი ციფრებიდან გამომდინარე იმსახურებენ იმას, რომ იყვნენ პარლამენტში, ეს უნდა იყოს. და ბოლო 10 ოქმის მონაცემზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ისმოდეს კითხვები. თავისთავად შედეგი რა იქნება ბოლოში, ეს არავინ იცის, არც ცესკომ. მაგრამ როგორც დაიწყო ოქმების გამოქვეყნება, როდესაც ვხედავთ სრულიად აშკარა დაგეგმილ პროცესს, რომ როგორმე თავიდან დაფიქსირდეს ის, რაც სოციოლოგიური კვლევების ამოცანად არის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ნაქცევი, რომ ადამიანებზე მოვახდინოთ ზემოქმედება დაწერილი ციფრებით. საარჩევნო ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერთოს ასეთ პროცესში და მან უნდა პირუთვნელად გვითხრას ის, რაც მან იცის. მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ მონაცემებს, მე პირდაპირ მივუთითებ, რომ მსგავსი უმსგავსობა აღარ ვნახოთ ზეგ და არ იყოს ეს დაგეგმილი პროცესი რაღაც ციფრების იქიდან აქეთ ჩამოყვანის და პირიქით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიამაც დატოვოს
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს მიმართავს