შერიგების იდეა კეთილშობილურია, თუმცა ვირჩევ, რომ ჯერ პროცესს დავაკვირდე – წულუკიანი

“მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას”, – თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- მომდევნო წლები უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, აღმშენებლობის წლები
შემდეგი სტატია​ჩვენ ვართ შერიგებული ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან​ – კობახიძე