​ჩვენ ვართ შერიგებული ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან​ – კობახიძე

“ჩვენ ვართ შერიგებული ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერის ანგარიში ეხებოდა ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას. ჩვენ არაფერი შესარიგებელი არ გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატი გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც განდგომილია საკუთარი ხალხისგან. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეხებოდა იმას, თუ როგორ იზრუნოს ხელისუფლებამ ხალხზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ორიენტირი.

რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ აქაც ძალიან მკაფიო ხედვა და გზავნილი გვაქვს. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს, ჩაერთოს ბოლომდე ამ პროცესში და უნდა გახდეს ზუსტად იმ პროცესების შემადგენელი ნაწილი… ერთადერთი რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ყველა პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი, თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და ჩაერთვებიან ყველა იმ პროცესში, რაზეც საუბრობდა პრემიერი ღარიბაშვილი, მათთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი”, – თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიშერიგების იდეა კეთილშობილურია, თუმცა ვირჩევ, რომ ჯერ პროცესს დავაკვირდე – წულუკიანი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, მადლობა ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, მადლობა ჩვენს ხალხს