“შექმნილი სიტუაცია ხელს აძლევს ეკა ბესელიას” – დიმიტრი გვრიტიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:25

“შექმნილი სიტუაცია ხელს აძლევს ეკა ბესელიას” – დიმიტრი გვრიტიშვილი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, მხრიდან მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ ღია კრიტიკას გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ სასამართლოში არის ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

გვრიტიშვილი ბესელიას და მის თანამოაზრეს, დავით ჭიჭინაძეს, მოსამართლეების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს.

მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მოსამართლეების ინტერესებში შედიოდა და ეს პარლამენტში გაგზავნილი 10-კაციანი სიის ჩაგდების გამო შურისძიება იყო.

„ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც,“ – განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიას ტყუილშიც ადანაშაულებს და მისი თქმით, დეპუტატის განცხადება, რომ ჩანაწერების საქმე სააპელაციო სასამართლოშია, სიმართლე არ არის, რადგან მოსამართლის თქმით, საქმე უზენაეს სასამართლოშია გაგზავნილი.

მისივე თქმით, ბესელია იტყუება, როდესაც თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა ფარული ჩანაწერების სასამართლოში გაგზავნას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ცდილობდა.

მოსამართლის თქმით, საპროცესო შეთანხმება სასამართლოს ჩარევის გარეშე გამორიცხულია. გვრიტიშვილის განცხადებით, ამით ბესელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესებს თავად ეკა ბესელია მართავდეს. მისი თქმით, არც აღმასრულებელ და არც სასამართლო ხელისუფლებას არ აწყობს მიმდინარე მოვლენები.

„არაფერს არ გამოვრიცხავ… მე ვთვლი, რომ მას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – ამბობს გვრიტიშვილი.

 

 

https://youtu.be/BwgHjNmV5MM

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics