დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ კადრებს შურისძიებას უკავშირებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:18

დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ კადრებს შურისძიებას უკავშირებს

დავით ჭიჭინაძე გადაცემა არჩევანში კიდევ ერთხელ იხსენებს, თუ როგორ მოხვდა მასთან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

დეპუტატი ამბობს, რომ კადრები სოციალური ქსელის პირად შეტყობინებაში მისი შვილის ტელეფონზე გაიგზავნა, რომელიც შემთხვევით მისმა მეუღლემ ნახა.

„რძალი ტელეფონს ქექავდა მეუღლისას და მესიჯი ამოვარდა და დაურეკა ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ ასეთი კადრი ამოვარდა და მერე ჩემი მეუღლისგან გახდა ჩემთვის ცნობილი. პარლამენტში რომ მივედი, ვთხოვე, რომ whats App-ში გადმოეგზავნათ და ასე მოხვდა ეს კადრები ჩემთან,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ცრუობენ პოლიტიკოსები, როდესაც ამბობენ, რომ ეს კადრები ნანახი არა აქვთ. ამასთან, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრი აცხადებს, რომ აქ მთავარია ის, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა გრძელდება.

„განცხადებები რომ მესმის, თითქოს, არავის არ უნახიათ… რა, ყურება აინტერესებთ? მე ვფიქრობ, რომ ფაქტია თავად შემზარავი,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას წინააღმდეგ გავრცელებულ კადრებს შურისძიებას უკავშირებს.

„შურისძიებას უფრო ჰგავს. ამ კადრების გავრცელება მოჰყვა ეკა ბესელიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის შემდეგ როცა დაისახა გეგმები და კონსესუსი იქნა მიღწეული, გარკვეული ჯგუფისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და სწორედ ამის დარღვევა მოინდომა მან.

დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის შეხვედრის კიდევ ერთ დეტალზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მოსთხოვეს ბოდიშის მოხდა ირაკლი კობახიძეს მმართველი გუნდის წევრებმა.

„ამხანაგმა ირაკლიმ პრეტენზია წაუყენა, ეტყობა, თავი კომუნისტური პარტიის თავყრილობაზე ეგონა, რომ როგორ გაბედეს ჩემთან მეგობრობა, რომელიც, თურმე, განცხადებებს აკეთებს კოლექტიური ზარდიაშვილების მიმართ და ყოველივე ამის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია და ეტყობა, ამ ემოციურ სიტუაციაში წამოსცდა ისეთი რაღაც, რომელიც არის ბევრი ადამიანისთვის შეურაცხყოფელი და ამისთვის მოსთხოვეს მას პასუხი. შესაბამისად მოუწია ბოდიშის მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა კარგი მოდერატორის როლი შეასრულა. იქ ყველას მისცა ამ დაგროვებული პრობლემების გამოთქმის საშუალება და ძალიან კარგი დასასრული ჰქონდა ამ შეხვედრას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 29, 2019 23:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics