შენი ქურდული ხელი არ წაგიცდეს არჩევნების გაყალბებაზე – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

ენმ-სა და ძალა ერთობაშიას შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსახლეობასთან ზუგდიდში, ამომრჩევლებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. თავის სიტყვაში პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, არაფორმალურ მმართველს მიმართა – “ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, ხელი არ წაგიცდეს, შენი ქურდული ხელი, ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე”.

„ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და ჩვენ ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის და მინდა ვუთხრა ივანიშვილს – ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, ხელი არ წაგიცდეს, შენი ქურდული ხელი, ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე. იმიტომ რომ, იცოდე, თუ აქამდე მზად ვართ, ყველაფერი გაპატიოთ, მე პირადად, თუ აქამდე მზად ვართ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონ გვერდზე გაიწიოთ, დაგვაცადოთ, ამოგვასუნთქოთ ხალხს და მისცეთ საშუალება განვითარების და წინსვლის, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს.

შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე ხუთ დღეში ან წყნარად ჩაჩოცდები ხელისუფლებიდან ან ნამდვილად არ შემშურდება შენი ბედის, არცერთ მომავალ თაობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი, სამაგალითო თქვენი ბედი, ნებისმიერი საქართველოს ისტორიაში,”- ამბობს, მიხეილ სააკაშვილი.

აქვე მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის მიერ შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.

“პირველი, რაც მოკლა ივანიშვილმა და რუსეთმა არის ლაზიკის პროექტი, პირველი რაც გაცოცხლდება, ჩვენი მტრების ჯინაზე, იქნება ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი ზუგდიდის და სამეგრელოს გაგრძლება, საქართველოს გვირგვინი, ლაზიკა, რომლის მშენებლობაც განახლდება პირველივე დღეს, როგორც ახალი მთავრობა შევა საქართველოს ხელისუფლებაში და იქნება პარლამენტის მიერ დამტკიცებული,” – თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ადამიანების სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ ვერავინ გაუნელა ქართველებს
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – ჩამოვდიოდი და მომავალშიც ჩამოვალ სამეგრელოში,ახლა რომ გაახსენდათ სამეგრელო ვიღაცეებს