ნიკა მელია: ადამიანების სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ ვერავინ გაუნელა ქართველებს

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” ლიდერების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. იქ მისულ ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ოლიგარქის დამარცხება, ხალხის ნებაა.

“სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება როცა ის განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ 2003 წელს თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგაქი დამარცხდება სამეგრელოში. ეს არის ხალხის ნება, ხალხის ნება არის წინსვლა გამარჯვება და ჩვენი შვილებისთის უკეთესი საქართველოს შემონახვა” – თქვა გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ასევე ფიქრობს, რომ ადამიანების სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ, ვერავინ გაუნელა ქართველებს.

“ქვეყანას რომელსაც ჰყავს ამდენი გულანთებული ქართველი, ეს ქვეყანა არის უკვე გამარჯვებული. არის და იქნება გამარჯვებული. მიუხედავად ძალიან მძიმე წლებისა. ჩემო ოჯახის წევრებო, ურთულესი ძალიან რთული რვა წელი გამოვიარეთ. ერთად მხარდამხარ არ ვშორდებოდით ერთმანეთს, ცდილობდნენ ჩვენს დაჩაგვრას, გვაპატიმრებდნენ, გვდევნოდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ვერ გაანელეს სწრაფვა ჩვენი, უკეთესი მომავალი საქართველოსკენ. ვერ შეასუსტეს ბრძოლის ჟინი”, – თქვა ნიკა მელიამ თავის სიტყვაში.

მაჟორიტარობის კანდიდატის პრეზენტაციის დროს, ზუგდიდის ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც ასობით ადამიანი იყო მისული.

banner
წინა სტატიაშიხობში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშენი ქურდული ხელი არ წაგიცდეს არჩევნების გაყალბებაზე – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს