„შემზარავი სურათია, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია“ – გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის სტიქიაზე

სტიქია ქუთაისში – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიტუაცია ძალიან რთულად არის და აუცილებელია შესაბამისი კომისიის შექმნა, რომელიც მოსახლეობას ზარალს დაუთვლის და იზრუნებს ყოველივეს ანაზღაურებას:

„გუშინ შტაბში ქუთაისის რამდენიმე ზარი შემოვიდა, გავედით ადგილზე და ვნახეთ, აბსოლუტურად შემზარავი სურათია, განსაკუთრებით მუსხელიშვილის ქუჩაზე, სადაც ყველა სახლის პირველი სართული არის დატბორილი. ამ საყოველთაო უმუშევრობის პირობებში ადამიანებისთვის კიდევ ეს ზარალი, სადაც ყველაფერი გაფუჭებული და განადგურებულია, შემზარავი სურათი იყო, სასწრაფოდ საჭიროა კომისიის შექმნა და ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს ის ზარალი, რომელიც მოსახლეობას მიადგა ზოგიერთი სამსახურის უმოქმედობის გამო და შემდეგ უნდა იფიქროს ამის კომპენსაციაზე, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, არავინ არ იყო ადგილზე პატრულის გარდა“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე : ეს ყველაფერი … არჩევნების მერე !