საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იტალია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

ამის თაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებია იტალიის ხელისუფლებას. მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა თვალნათელია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნას იტალიაში, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს.

ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტომაციის მიზნით.

ევროპარლამენტართან დაკავშირებით არაღიარების პოლიტიკის თანმიდევრული განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საგარეო უწყება ინტენსიურად მუშაობს არაღიარების განმტკიცებისა და ამ მიმამრთულებით შესაძლო რისკების პრევენციის მიზნით, ასევე დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს საოკუპაციო რეჟიმების რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას.

პოლონელი ევროპარლამენტარის ხსენებული პოსტის შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწოდეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და დიპლომატიური არხების გზით განხორციელდება სათანადო კომუნიკაცია ამ საკითხზე.

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტი და ამ ორგანოში წარმოდგენილი დეპუტატები ერთხმად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას, ძეგლების მდგონარეობის საკითხს ჩვენ გამუდმებით ვაყენებთ როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ისე სხვა შესაბამის საერთაშრისო ფორმატებში. თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება ძეგლების გადარჩენის მიზნით მისიების ადგილზე შესვლა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშუახევში სტიქიის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა
შემდეგი სტატია„შემზარავი სურათია, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია“ – გრიგოლ ვაშაძე ქუთაისის სტიქიაზე