” შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში “

„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში,“ – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპონენტების კრიტიკისგან გიორგი გახარია დაიცვა.

გიორგი ვოლსკისთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოთქმული განცხადებები, სადაც ხელისუფლების ოპონენტები შს მინისტრს გახმაურებული საქმეების ამ დრომდე გაუხსნელობის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

„მე შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო, დრო არ მეყოფა ის სია, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ზაქრომ, ჩამოთვალა. სია სისასტიკის, ანუმუსობის, ხეპრეობის და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა დღეს სხვა არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ წევრმა მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის, მცირეწლოვანთა დანაშაულებთან დაკავშირებით. ვოლსკი დაინტერესდა, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სამინისტრო არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების ზრდის პრევენციის მიზნით.

„ამ გადმოსახედიდან, თუ თვლის მართებულად გადაწყვეტილებას, რომ ყველა საქმე, რომელიც სამეგრელოში კასრებში იყო აღმოჩენილი, ყველა საქმე ჩაბარდა წარსულს ისე, რომ გადაიდგა ნაბიჯი თითქოსდა სამოქალაქო შერიგების თვალსაზრისით, ამის წინააღმდეგი ვიყავი, ხმამაღალი განცხადებებით არ გამოვსულვარ, მაგრამ დღეს მინდა ეს თემა გავიხსენო და ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ ამას და მეორე შეკითხვა – ეს არის მცირეწლოვანთა დანაშაულებთან დაკავშირებით, ხალხს ეს აღელვებს და არა მარტო იმიტომ, რომ დაუსჯელობა არის დაკანონებული ამ მხრივ და გადაწყვეტილება პოლიტიკურია, არამედ პერსპექტივაში როგორ ვხედავთ, რა სამუშაოა გასაწევი იმისთვის, რაღა ეს საშიშროება ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, რომ ამან იმატოს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

banner
წინა სტატიაში“სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას ელაპარაკეთ, რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ, თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით”
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი ოპოზიციას – იმედი მქონდა, რომ შს მინისტრთან კითხვები საქმიან რეჟიმში წავიდოდა, მაგრამ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვებია