“სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას ელაპარაკეთ, რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ, თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით”

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას, ამ ადამიანებს ელაპარაკეთ, თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ, თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პლენარულ სესიაზე მიმართა.

რატიანი ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიებით დაინტერესდა.

„ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მექნება კონკრეტული კითხვა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები და ფაქტობრივად ჩვენ ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს. ამის შემდეგ რეკომენდაცია იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო და გარკვეული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული პირების მიმართ. მაინტერესებს რა ხდება ირაკლი ფიფიას მიმართ, კახა სირაძის მიმართ, რომელიც ზედამხედველი იყო გამომძიებლების, იოსებ სიგუას მიმართ, ეს უნიკალური პირი სად არის, რას აკეთებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?! – რა პასუხისმგებლობა დაეკისრა მას?! ასევე შალვა ბედოიძე სად არის, იყო თუ არა გამოძიება მის მიმართ ჩატარებული.

როდესაც აქ ლაპარაკი არის შედარებებზე, ეს შედარებები მოუყვანეთ და ელაპარაკეთ ამაზე სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას. ამ ადამიანებს ელაპარაკეთ თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი – რაც პანკისში მოხდა, ვფიქრობ, ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა, ეს იყო აჯანყება
შემდეგი სტატია” შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში “