შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” – “ვაგნერელების” მუქარა ქართველებს (ვიდეო)

“ვაგნერელების” მუქარა ქართველებს – ტელეგრამ არხებით ვიდეო ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ ბახმუტშია გადაღებული და სადაც ნიღბიანი რუსი ოკუპანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. ამტკიცებენ, რომ ქართველების პოზიციები ფრონტზე გაანადგურეს.

“გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს – ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ვაგნერელები” დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს – მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ.
ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” ისმის ვიდეოში.

 

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპისკენ გზა ჩაეხერგა
შემდეგი სტატიამივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები – კობახიძე