“შემაშფოთებელია, როდესაც ოკუპანტი საკითხს ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებენ მმართველი გუნდის წევრები და ოკუპანტ ქვეყანას საპასუხო პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის თქმით, ოკუპანტი დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა.

„შემაშფოთებელია, როდესაც ოკუპანტი, თავად საერთაშორისო კანონების დამრღვევი, უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა. ოპოზიცია ყოველდღიურად ცდილობს, ჟურნალისტების, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ დანაშაულებებიდან, რაც ჩაიდინეს და ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს.

„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა” და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო-კახეთში საცხოვრებელი სახლები,რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა
შემდეგი სტატიასროლა აღმაშენებელზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი