საგანგებო-კახეთში საცხოვრებელი სახლები,რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა

region
ავტ.: region ივლისი 16, 2020 17:30

საგანგებო-კახეთში საცხოვრებელი სახლები,რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა

კახეთში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე, ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

უწყების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და ქარის გამო 51 შეტყობინება შევიდა.

“ძირითადად, დატბორილი იყო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. რამდენიმე სახლს ქარმა გადახადა სახურავი და წააქცია ხეები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში, ხეების დამუშავებასა და გზის სავალი ნაწილის გასუფთავებაში ეხმარებოდნენ”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

region
ავტ.: region ივლისი 16, 2020 17:30

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics