შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იუსტიციის დეპარტამენტში სასწავლო პრაქტიკას გადიოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა და შეჯამდა იუსტიციის დეპარტამენტში სტუდენტთა მხრიდან პრაქტიკის გავლის პერიოდში განხორციელებული აქტივობები.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს” – ეკა გიგაური
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – თუ ეკა ბესელიას გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს რეაგირება