გია ვოლსკი – თუ ეკა ბესელიას გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს რეაგირება

თუ თავად ეკა ბესელიას ან ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს და შემდეგ მოითხოვოს მათზე რეაგირება, თუ შეამჩნევს, რომ რეაგირება აგვიანებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიას იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ბესელიამ პირადი ცხოვრების საქმეში რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქმეები საკმაოდ რთული გამოსაძიებელია.

“საქმის გამოძიება რთული პროცესია. ეს არის კიბერდანაშაული, რომლის გამოძიებასაც საკმაოდ მძლავრი ტექნიკით აღჭურვილი ქვეყნები ვერ ახდენენ სწრაფად, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, სად არის მორალური სიმწიფე ჩვენი ქართული საზოგადოების და რა მოთხოვნებია ჩვენს წინაშე. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, თუკი თავად ეკა ბესელიას ან ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაზე გააჩნია ასეთი ინფორმაცია, სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს საგამოძიებო ორგანიებს და შემდეგ მოითხოვოს მათზე რეაგირება, თუ შეამჩნევს რომ რეაგირება აგვიანებს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან
შემდეგი სტატიასაირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდნის შედეგად დაიღუპა