შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილეს ხათუნა ბერიძეს ოზურგეთის სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ოზურგეთის პოლიცია სამოქალაქო აქტივისტს ორი მუხლით ედავებოდა, მათ შორის 173-ე დაუმორჩილებლობის მუხლით, რაც 1000-დან 4 ათას ლარამდე ჯარიმას გულისხმობს და 166-ე წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, რაც 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლომ 166-ე მუხლით შეწყვიტა წარმოება და ბერიძე გაამართლა. ხოლო 173-ე მუხლთან დაკავშირებით კი 1000 ლარით დააჯარიმა.

შეკვეთილში გამართული აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ ბერიძის წინააღმდეგ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა. მათი თქმით, ოზურგეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოსი უფროსი ბერიძეს აქციაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ინცინდენტი აქციის მიმდინარეობისას მოხდა და ის ხათუნა ბერიძის საპატრულო ეკიპაჟის მიერ 1200 ლარით დაჯარიმებას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიგამომძიებელი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიამიიღეთ დადგენილების პროექტი ქართველი ერის გენოციდის შესახებ – ნათელაშვილი პარლამენტს მიმართავს