გამომძიებელი ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს

გამომძიებელი “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაბარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ბექა კვიციანმა განაცხადა. “რუსთავი 2-ის” კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ „რუსთავი 2-ის“ ოფისიდან, კერძოდ კი მე-15 ოთახიდან, სადაც „ინტერმედიას“ სამუშაო სივრცე იყო, თუმცა უმეტესად “ჩცდ-ს” სცენებია გადაღებული, დოკუმენტები და სეიფი წაიღეს. გამომძიებლის თქმით, ჯერ სეიფი არ გაუხსნიათ. მისი განცხადებით, დაწყებულია დოკუმენტაციის შესწავლა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა „კურიერთან“ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიას გარდა, სხვა პირებიც დაიბარონ, თუმცა კონკრეტულად ვინ იგულისხმა, გამომძიებელმა არ დააკონკრეტა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა და მოსკოვმა ბირთვული სარაკეტო შეთანხმების შეწყვეტაზე განცხადება გააკეთეს
შემდეგი სტატიაშეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა