შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა – ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევაში განართულ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის აუცილებლობის საკითხი დააყენა. როგორც შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მოლაპარაკებების რიგით მე-40 რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე გადასვლისას, შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვა რუსეთის დელეგაციამ. პეტრე კანკავას თქმით, მას გაჰყვნენ აფხაზები და ოსებიც.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა აფხაზურ, ოსურ და რუსულ მხარეებთან. დეტალურად განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, საუბარი იყო უკანონო დაკავებებზე. რა თქმა უნდა,შევეხეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელის საკითხს“,–განაცხადა კანკავამ.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ბუშის ქუჩაზე – დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილს ჰგონია, რომ საწყობის გამგეა და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – გიგი უგულავა