ავტოსაგზაო შემთხვევა ბუშის ქუჩაზე – დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბუშის ქუჩაზე – დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა. დაზიანდა 7 ავტომობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა, თუმცა მანქანების მეპატრონეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

შემთხვევის ერთ-ერთ ვერსიად დასუფთავების სამსახურის ავტომობილის გაუმართაობა სახელდება, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე იმყოფებოდნენ “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენელები.

უწყების ინფორმაციით, დადგინდება ზუსტი მიზეზი, რის შემდეგაც სამსახური აიღებს მომხდარზე პასუხიმგებლობას და გადაწყვეტს ზარალის ანაზღაურების საკითხს.

banner
წინა სტატიაშიჩამტვრეული ნეკნები და დაზიანება თავის არეში – ახალქალაქში 80 წლის ქალს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაშეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა – ჟენევის მოლაპარაკებები