,,შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2018 14:45

,,შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან”

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს.

როგორც კალანდაძე აცხადებს, საქართველოში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.

ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს – სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა.

სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჯავიუ მგონი აწი იწყება“, – წერს ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 8, 2018 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics