შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, არ ემსახუროთ რაშისტულ ოცნებას – გოგაშვილი “შემსრულებლებს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და “შემსრულებლებს” მიმართავს. მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს.

“მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ ,,შემსრულებლებს’’, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით – ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს”, – წერს სოსო გოგაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა