შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავას ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს – მაჭარაშვილი

“ჩვენს მომხრეებში იწვევდა და იწვევს გაღიზიანებას ის მომენტი, რომ აქ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავას ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს,” – ასე ხსნის კონტრაქციის დაანონსებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დეპუტატი ადასტურებს, რომ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებას პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება და შეკრებილებს სიტყვითაც მიმართავს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ის ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, იცით, რომ ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში და ისიც იქნება და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა კიდევ ერთხელ იქნება სტიმული ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს, ეს არის ილიას სიტყვები და არა ის, რომ ჩვენი თავი ეყუდნეს უცხოელ პარტნიორს,“ – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

banner
წინა სტატიაშითუ ნატო გადაწყვეტს, მზად არიან პოლონეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდეს – დუდა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ამ კანონის მიღებით, საქართველო გადააქცია ამ ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ და საცავად – სამადაშვილი