“ბევრი შავი ხვრელი ამოიქოლა და ბიძინა ივანიშვილმა ახალი შავი ხვრელი გახსნა საქართველოში” – ამ განცხადებას “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს და ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება.
“ივანიშვილმა ახლა ამ კანონის მიღებით, საქართველო გადააქცია ამ ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ და საცავად და ამ მიზნით მიაღწებინა კანონი მმართველ უმრავლესობას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია უკან ევროკავშირისგან. ფინანსური სანქციები, რომელიც ამუშავდა რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ და ამ რეჟიმის ნაწილია ბიძინა ივანიშვილი, ეს სანქციები სულ უფრო და უფრო რთული ხდება თავის არიდების თვალსაზრისით, ბევრი შავი ხვრელი ამოიქოლა და ბიძინა ივანიშვილმა ახალი შავი ხვრელი გახსნა საქართველოში და ამაზე მოეთხოვება პასუხი,“ – ამბობს სამადაშვილი.



















