“შეიძლება, თითი თითზე აქვთ გდაჯვარედინებული და ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია იმ კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნება”

ამბობენ, საპროტესტო აქცია კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნება. იტყვიან, ჩვენ ხომ კლინიკასთან ვთქვით, შუა გზაზე ხომ არ გვითქვამსო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქციებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშმა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

„შეიძლება, თითი თითზე აქვთ გდაჯვარედინებული და ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია იმ კლინიკასთან არ იქნება, მაგრამ გამოყვანის დროს იქნება. იტყვიან, ჩვენ ხომ კლინიკასთან ვთქვითო და შუა გზაზე ხომ არ გვითქვამსო. ეს ყველაფერი არასერიოზულია? სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს. მაგალითად, როცა რეკავენ და ამბობენ შენობაში ბომბია, შემოწმება მაინც მიმდინარეობს იმის მიუხედავად, არის თუ არა შენობაში ბომბი. სახელმწიფო ვალდებულია, საზოგადოებას ყველანაირი საფრთხე აარიდოს. ჟურნალისტმა მკითხა, რისი გეშინიათო და შიში არ არის, საჭიროა სიფრთხილე იმისთვის, რომ საქართველო უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ეს უხერხულობა კონკრეტულ მსხვერპლში არ გადაიზაროს, რასაც გვპირდებოდნენ, გვპირდებიან და მომავალშიც დაგვპირდებიან ადამიანები, რომელთაც მსხვერპლის გარეშე არ წარმოუდგენით ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ვნახეთ ვიდეოკადრები მისი საკნიდან და ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს”
შემდეგი სტატიანათელაშვილი კადრებზე: ისეთი ფსიქოლოგიური დარტმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას მთელს მსოფლიოში, რასაც მტრის მიერ მთელი ქვეყნის ოკუპაციაც კი ვერ გამოიწვევდა