შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა – ნიკა მელია

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 16:42

შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ევროპული საქართველოს მიერ დეკლარირებული პოლიტიკა “არავინ ციხეში” მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მელიამ ფეისბუქზე მას შემდეგ დაწერა, რაც ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაჭერის მომხრე არაა.

“არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის “გმირებისთვის” რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ”, — წერს ნიკა მელია.

როგორც მელია ამბობს, ევროპული საქართველო ივანიშვილსა და მის გარემოცვას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც დანაშაული ჩაიდინა:

“მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს! დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე. ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება არ აქვს მიტაცებული, ცხადია არავინ მოსთხოვს პასუხს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში გამოამწყვდევს ვინმე. არჩევნებში მარცხით, მათ უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი”.

13 ოქტომბერს ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არ გაასამართლებენ არავის, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს.

“მე არ ვარ მომხრე იმ ნათქვამის, რომ “ივანიშვილი ციხეში”… მისი გადასაწყვეტი იქნება მისი ბედი… სისხლისსამართლებრივი დევნა წინა მთავრობის , გარდა იმ შემთხვევებისა, სად არის …” — თქვა ბოკერიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 16:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics