რუსეთს სურს არალეგალურად დაყოს საქართველო – მედლინ მუნი
სხვა სტატიები
- მარნეულში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, 78,7 პროცენტით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს
- “უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ” – ბესელია
- “გააღეთ თქვენი საცავები და გაასაჯაროვეთ ადამიანთა წამების ამსახველი ყველა მასალა”-ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
რუსეთს სურს არალეგალურად დაყოს საქართველო – ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა. მედლინ მუნმა უკანონო ბორდერიზაცია რუსეთის პირდაპირ აგრესიად შეაფასა. ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა.
“ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის. მე ვიყავი თბილისში და კიევში, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებაში. საქართველოში მოვინახულე გამყოფი ხაზი, რუსეთს სურს, რომ ეს გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო. მე პირობა დავდე, რომ ყველას მოვუყვებოდი იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ,“ – განაცხადა მედლინ მუნმა