გია (გრიგოლ) ხურციძე: “შედის კრიტიკულ ფაზაში (მიხეილ სააკაშვილის შემთხევაში), მეოთხე ფაზაში შედის, მეხუთე უფრო მძიმე იქნება”

თუ კითხვა ისმის რამდენი შეიძლება გაძლოს ადამიანმა? დამოკიდებულია მის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამძლეობაზე – აცხადებს ექიმი, გია (გრიგოლ) ხურციძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

“მთავარ დებატებში” საუბრისას ექიმი ამბობს, რომ შიმშილობის მეოთხე-მეხუთე კვირა კრიტიკულ კვირებად მიიჩნევა:

“შედის კრიტიკულ ფაზაში (მიხეილ სააკაშვილის შემთხევაში), მეოთხე ფაზაში შედის, მეხუთე უფრო მძიმე იქნება და იმის იქით დადასტურებით ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს” – ამბობს ექიმი.

ის დეტალურად საუბრობს როგორია ორგანიზმის რეაქცია ხანგრძლივ შიმშილობაზე და რა შეიცავს ყველაზე დიდ საფრთხეს სიცოცხლისთვის. როგორც ხურციძე ამბობს, განსაკუთრებით სახიფათოა არითმიები:

“იმდენად სახიფათოა, რომ თუ დროზე არ მიეხედა, შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს” – ამბობს ექიმი.

მისი თქმით, პაციენტს ასეთ დროს სჭირდება ხშირი მეთვალყურეობა, დროული სამედიცინო დახმარება და ხარისხიანი ტესტები.

უკვე 23 დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშიიუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს
შემდეგი სტატიაგიორგი ჩალაძე: არ ვხუმრობთ, ეს არ არის უტრირება, შესაძლოა რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს