გიორგი ჩალაძე: არ ვხუმრობთ, ეს არ არის უტრირება, შესაძლოა რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს

არ ვხუმრობთ, ეს არ არის უტრირება, შესაძლოა რამდენიმე დღე დარჩა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს – აცხადებს გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობიდან გამომდინარე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,.

ჩალაძე ამბობს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროული სამედიცინო ჩარევა, რის საშუალებაც არ არის ციხის საავადმყოფოში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში:

“შეულამაზებლად, დღეს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შესაძლოა დარჩა თითზე ჩამოსათვლელი დღეები. ახლა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს სიკვდილისთვის განწირული დარჩება თუ არა სააკაშვილი იქ სადაც არის, თუ მას ექნება სიცოცხლის უფლება, რომლისთვისაც საჭიროა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი იყოს მოთავსებული იმგვარ კლინიკაში, სადაც არაერთი პროფილის ექიმია მზად მართოს კრიტიკული სიტუაცია, რომელიც დადგება საათებში თუ არა, დღეების პერიოდში.

ჩვენ გვჭირდება თანამედროვე მიდგომები, აღჭურვილობა, ლაბორატორია და მობილიზებული ჯგუფი და პროაქტიული მედიცინა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ როდის წაიქცევა მესამე პრეზიდენტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა პროცესებია მის ორგანიზმში და ვიდრე ის წაიქცევა, მანამდე აღმოვუჩინოთ სამედიცინო დახმარება, თორემ მას უარი აქვს გაცხადებული უგონო მდგომარეობაში რაიმე მანიპულაცია განხორციელდეს” ამბობს გიორგი ჩალაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ დებატებში” საუბრისას.

წინა სტატიაშიგია (გრიგოლ) ხურციძე: “შედის კრიტიკულ ფაზაში (მიხეილ სააკაშვილის შემთხევაში), მეოთხე ფაზაში შედის, მეხუთე უფრო მძიმე იქნება”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს