შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი მოითხოვს, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას. როგორც რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ბოლო დღეა, რომ სტუდენტებმა არჩევანის გააკეთონ უნივერსიტეტის არჩევის თაობაზე. რექტორმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა.

“გადავიხადეთ დავალიანება. ჩვენ ვითხოვთ შეისწავლონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს არის ბოლო დღე სტუდენტების მხრიდან არჩევანის გაკეთების. აბიტურიენტებმა, რომლებმაც შემოხაზეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ელოდებიან, როგორი პასუხი იქნება. ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ”,- განაცხადა რექტორმა.

ამასთან, უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა – 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა.
როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა

banner
წინა სტატიაშიგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება
შემდეგი სტატიაადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს-ილია მეორე