ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს-ილია მეორე

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

დამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, როცა უფალი ახლოსაა, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოვებს მას და ანუგეშებს მას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ქადაგებისას საკუთარ განსაცდელზეც ისაუბრა და ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც უფლის სიახლოვე იგრძნო.

“ადამიანმა უნდა სთხოვოს უფალს, რომ ახლოს იყოს ამ რთულ დროს. დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლისა. დღეს მინდა გითხრათ თქვენ ჩემი გამოცდა, განსაცდელი, რომელიც მე გამოვიარე სასულიერო აკადემიის შემდეგ. მე მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა: რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი ამ სიახლოვის დროს. მე აკადემიის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისათვის. საოცარი რამ მოხდა. სახარების დროს მადლი გადმოვიდა. რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როდესაც მე თითქოს გამოვეთიშე იმ წირვა-ლოცვიდან. ვერავის ვხედავდი. ვგრძნობდი სიახლოვეს უფალთან. წირვა ჩატარდა თავიდან ბოლომდე სწორად, მაგრამ ეს სიახლოვე უფალთან იმდენად ტკბილი, ამაღლებული და ტკივილი იყო სულიერი, რომ როდესაც წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი, იმ დროს გამოვედი მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ არ შემეძლო არც ლაპარაკი და არც საჭმლის მიღება. მთელი სხეული განიცდიდა ამ მდგომარეობას. შეიძლება თქვენც გაქვთ ეს, შეიძლება იყოს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ. ეს არის მოვლენა და იმისთვისაა წმინდა მოვლენა, რომ სრულიად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ,” – განაცხადა პატრიარქმა.

ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ გუშინ, 25 აგვისტოს მას ეპისკოპოსად კურთხევის 55 წელი შეუსრულდა.

“გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა. თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები, რომ არ ყოფილიყო მე ვერ ავიტანდი იმ განსაცდელს, რომელიც მე გამოვიარე,” – განაცხადა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი მოითხოვს, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება