შავი პარასკევი “ქართული ოცნებისთვის” – პარლამენტის პიკეტირება თბილისის ცენტრში დილის 10 საათიდან განახლდება

შავი პარასკევი “ქართული ოცნებისთვის” – პარლამენტის პიკეტირება თბილისის ცენტრში დილის 10 საათიდან კვლავ განახლდება. გუშინდელის მსგავსად დაგეგმილია დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობაც. 12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.

პარალელურად, აქციის ორგანიზატორები მასშტაბურ აქციას 9 დეკემბერს აანონსებენ, როცა საკანონმდებლო ორგანომ მოსამართლეთა საკითხზე უნდა იმსჯელოს.

“დაპირება მივეცით ხალხს, რომ თავს კომფორტულად არ ვაგრძნობინებდით ამ ადამიანებს, ვინც ცირკებს დგამენ პარლამენტში და სურთ დაგვარწმუნონ, რომ იქ კანონ-შემოქმედებით საქმიანობით არიან დაკავებულნი. ისინი არიან დაკავებულნი ბიძინასთვის ყმათა უმრავლესობის უზრუნველყოფით,” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდღეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორ კარასინის შორის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიარკინის ჯებირების აღმართვას ჯერ არ ვაპირებთ – ვაჟა სირაძე პარლამენტთან არსებულ ვითარებაზე