რკინის ჯებირების აღმართვას ჯერ არ ვაპირებთ – ვაჟა სირაძე პარლამენტთან არსებულ ვითარებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში გამოხატონ და შესასვლელების ბლოკირება არ მოახდინონ. როგორც სირაძემ განაცხადა ჯერჯერობით რკინის ჯებირების აღმართვა არ იგეგმება:

“ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში, რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან კანონი,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან 10 საათისთვის შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიშავი პარასკევი “ქართული ოცნებისთვის” – პარლამენტის პიკეტირება თბილისის ცენტრში დილის 10 საათიდან განახლდება
შემდეგი სტატიაპარლამენტი პიკეტირების მოლოდინში – საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული