შაშკინი – ნახეთ, როგორ იმალებიან დეპუტატები – ყველაფერი ნათქვამია

საქართველოს განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არის დაპირისპირება არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა ხალხის დაკვეთა.

“ქართველ ხალხს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც არის პროგრესი, ვაქცინა, განათლება, ამას ვერავინ შეცვლის, აქედან გამომდინარე, ეს არაა დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ეს არის დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რადგან ხალხის დაკვეთა არ სრულდება. რაც არ უნდა ეცადოს ოცნების ხელისუფლება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხელახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება”, – თქვა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ “ოცნების” დეპუტატები ხალხს ემალებიან, უკვე მრავლისმთქმელია:

“ნახეთ, რამდენი პოლიციელია და ნახეთ, როგორ იმალებიან დეპუტატები – ყველაფერი ნათქვამია”, – თქვა დიმიტრი შაშკინმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა