გიგი უგულავა – ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია

ჩამოვიდა შარლ მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი – ლეგიტიმაცია მოკლებულმა ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგონოს, შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

„პიკეტის მიზანი ისაა, რაც აქამდე იყო. მშვიდობიანი პროტესტი! პროტესტი იმის, თუ რაც პარლამენტში ხდება. არ შევეგუებით ერთპარტიულ პარლამენტს. უზურპირებული და ლეგიტიმაცია მოკლებულია ხელისუფლება და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით, ყურით უნდა გაიგონ. შეეჩვივნენ არაფრის შემჩნევას და ვარდისფერ სათვალეებს.

გუშინდელმა დღემ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე აიყვანა ეს მოლაპარაკებები. აბსოლუტურად სხვა თამასაა და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.

ჩამოვიდა მიშელი და ხელისუფლებამ კრიზისს დაარქვა კრიზისი, ამის არ შემჩნევა, უბრალოდ, აღარ გამოდიოდა! შესაბამისად, როცა კრიზისს კრიზისს დაარქმევ, უკვე გიწევს კრიზისისთვის თვალის გასწორება. ნუ ჩავიგდებთ თავს რაღაც ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს
შემდეგი სტატიაშაშკინი – ნახეთ, როგორ იმალებიან დეპუტატები – ყველაფერი ნათქვამია