შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ბატიაშვილი – სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია
შემდეგი სტატიატიკარაძე: გადადგომის საჭიროებას ვერ ვხედავ, პანდემიას ვმართავ, დაგეგმილი მაქვს რეფორმები