შალვა თადუმაძე რომან გოცირიძეს : თუ ახდა თქვენი სიტყვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემს არჩევაზე, თქვენ იქნებით მოციქულთა სწორი

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 9, 2019 13:44

შალვა თადუმაძე რომან გოცირიძეს : თუ ახდა თქვენი სიტყვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემს არჩევაზე, თქვენ იქნებით მოციქულთა სწორი

აგირჩევთ თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრად და შემდეგ, აგირჩევთ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

„არის თუ არა საქართველოში ძალიან უცნაური მმართველობა, რომელსაც საზოგადოება, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ექსპერტები უწოდებენ არაფორმალურ მმართველობას; სასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, იმართება თუ არა კონსტიტუციური პრინციპებით; იმართება თუ არა პარლამენტი ლეგიტიმურად; პარლამენტის ნება იქნება თუ არა თქვენი არჩევა უზენაესი სასამართლოს წევრად და შემდეგ, იუსტიციის საბჭოს ნება იქნება თუ არა თქვენი არჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ“, – მიმართა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: „არ ვიცი“.

​თავის მხრივ, რომან გოცირიძემ თადუმაძეს კითხვა დაუსვა, „თუ ეს ყველაფერი ახდა, მაშინ რა ხდება“.

„მაშინ მოციქულთა სწორი იქნებით პირადად თქვენ“, – მიმართა შალვა თადუმაძემ რომან გოცირიძეს.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 9, 2019 13:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,335
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics