სალომე სამადაშვილმა შალვა თადუმაძეს უვიცი და თაღლითი უწოდა

თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

სალომე სამადაშვილის სიტყვებს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლებმა სამადაშვილის გამონათქვამები დეპუტატისთვის მიუღებელ სიძულვილის ენად შეაფასეს.

თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სამადაშვილს „მადლობა“ გადაუხადა და თქვა, რომ როგორც გენერალურ პროკურორს, აქვს თმენის ვალდებულება და ითმენს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

„ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთო-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე.

სამადაშვილმა სიტყვები „თაღლითი“ და „უვიცი“ რამდენჯერმე ახსენა. მას მიკროფონიც რამდენჯერმე გაუთიშეს. ის მოსამართლეობის კანდიდატს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს, რაც, მისი ​შეფასებით, თაღლითობაა.

„თქვენ სწავლობდით ჯიხურში, ფეხიც არ გაქვთ მიდგმული იმ უნივერსიტეტში, რომლის დიპლომიც გაქვთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე შალვა თადუმაძეს – მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე რომან გოცირიძეს : თუ ახდა თქვენი სიტყვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემს არჩევაზე, თქვენ იქნებით მოციქულთა სწორი