შალვა თადუმაძე : რეორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს

მთავრობის ადმინისტრაციაში დაწყებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე. მისი თქმით, რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს. კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რეორგანიზაცია კადრების ოპტიმიზაციას, თადუმაძე აცხადებს, რომ შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციის ფუნქციის უფრო ეფექტიანი და ხარისხიანი განხორციელებისთვის. მისივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია მიმდინარეობს იმ საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციისთვის 2018 წლისთვის არის გამოყოფილი.
„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი სხვა სამინისტროებში გადავიდა, რამაც შესაბამისად გამოიწვია რეორგანიზაციის გამოცხადება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ერთი თვის ვადაში იქნება ცნობილი და შესაბამისად შეიტყობთ, რომელი დეპარტამენტები გაერთიანდება ან განცალკევდება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ, ვებრძოლოთ ცუდს
შემდეგი სტატიანონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა