ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 9, 2018 13:40

ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს  შეხვდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.
ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ჭადრაკი ითამაშა, მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
მსოფლიო ჩემპიონმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მოჭადრაკეს მსჯავრდებულებმა ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 9, 2018 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics