შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შავგულიძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ცოტა ხნის წინ მივიდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს გუშინ მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია: დღეს მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება