შალვა პაპუაშვილი – ოპონენტებმა გამოყვეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მათი შეტევის მიზანი გახდა, ამ შემთხვევაში, ელჩების გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი, მიდის შეტევა ყველაზე, ვინც მათ პოზიციას არ ეთანხმება

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2020 16:07

შალვა პაპუაშვილი – ოპონენტებმა გამოყვეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მათი შეტევის მიზანი გახდა, ამ შემთხვევაში, ელჩების გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი, მიდის შეტევა ყველაზე, ვინც მათ პოზიციას არ ეთანხმება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ოპონენტების მხრიდან მიმდინარეობს შეტევა ყველა იმ ადამიანზე, ვინც მათ პოზიციას არ ეთანხმება. პაპუაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ოპონენტებისთვის ასეთი ადამიანები გახდნენ ელჩები.

შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა გამოყვეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მათი შეტევის მიზანი გახდა. ამ შემთხვევაში, ელჩები არიან და მათ გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებენ მიზანში, მიდის მათზე შეტევა, ყველაზე, ვინც არ ეთანხმება მათ პოზიციას.

ამ არჩევნებიდან ერთი თვის განმავლობაში დავინახეთ, რომ დედამიწის ზურგზე ვერ ნახეს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, ვინც მათ პოზიციას გაიზიარებდა, ეს ნამდვილად ფაქტია.

ნახეთ, ეუთო/ოდირის ხემძღვანელის მიმართ როგორი შეტევა განხორციელდა, რადგან მათ პოზიციას არ იზიარებდა, ნახეთ როგრი შეტევა ხორციელდებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ რამეს გამოთქვამდა. ახლა ვნახეთ ელჩების მიმართ. მემგონი ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, როდესაც ყველა მტყუანია და მარტო ისინი არიან მართალი, აქ უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, პირიქით არის საქმე“, – აღნიშნა სალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესები განაახლეს. ნიკა მელიას შეფასებით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ ფონზე, როცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება.

„თუ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები, და რაც მთავარია, ხალხი, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, თუ ვხედავთ, ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ, ის, რომ დრო და დრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აჰყავთ, შემდეგ გევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება, რომ ეს ასე არ ხდება, მემგონი, მე უბრალოდ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ჩემი ქვეყნის მიმართ ასეთი ელჩის გულწრფელ ქომაგობაში“, – განაცხადა მელიამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2020 16:07

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics