გურჯაანში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და რამდენიმე მგზავრი.

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჰგუფმა გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ოპონენტებმა გამოყვეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მათი შეტევის მიზანი გახდა, ამ შემთხვევაში, ელჩების გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი, მიდის შეტევა ყველაზე, ვინც მათ პოზიციას არ ეთანხმება
შემდეგი სტატიანიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო