
აღნიშნული კრიმინალური ალიანსის შედეგად დაიხურა ტელე-კომპანია “იმედი”ს ყველაზე პოპულარული და ობიქეტური თოქ-შოუები, ხოლო ამჯერად, რუხაძე-ივანიშვილის მიერ გრძელდება მეორე ტელე-კომპანიის “მაესტრო”ს ანექსია-მითვისება.
ზემოაღნიშნულით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს სატელევიზიო სივრცის უდიდესი ნაწილი მოექცა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ. რასაც ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
ლეიბორისტული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს სთხოვს დაინტერესდნენ მათი მოქალაქის, ირაკლი რუხაძის დასახელებული და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობით, რათა დროულად იქნას აღკვეთილი საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მოსალოდნელი უმძიმესი შედეგები”-ნათქვამია მიმართვაში.

















