“თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება, ის არ ჩართულა დებატებში ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საჯარო დებატებში ჩაერთო, რადგან თემა, რომელზეც საუბარი მიმდინარეობა, მას ეხებოდა.

უსუფაშვილის თქმით, საჯარო აქტიურობა ასევე გამოიწვია საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რაშიც აუცილებელი იყო სიცხადის შეტანა და დამატებითი განმარტებების გაკეთება.

“გამიჭირდება თავდაცვის მინისტრის დაცვა. ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ, მიგანიშნებთ იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა საჯარო დებატებში საკითხზე, რომელიც ეხებოდა ვთქვათ, ყურძნის მოსავალს, ანუ, ის საჯარო დებატებში ჩართული აღმოჩნდა იმ საკითხზე, რომელიც მის უწყებაში შემავალ საკითხებს უკავშირდებოდა. ამიტომ, ამ თემიდან გვერდზე გასვლა, შეუძლებელი იქნებოდა. საჯარო აქტიურობა უფრო მოჰყვა იმას, რომ კონკრეტული ბრალდებები წამოვიდა არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ან თუნდაც უმრავლესობაში შემავალი სუბიექტების, არამედ საქართველოს პროკურატურის მხრიდან. როდესაც პოროკურატურა ერთვება გარკვეული საკითხების გარკვევაში, ასეთ შემთხვევაში, გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ სიცხადე შევიდეს და განიმარტოს”,-განაცხადა უსუფაშვილმა

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრს საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში ადანასაულებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა სპეციალური მიმართა გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა