შალვა ნათელაშვილის თქმით, წეროვანში ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე მარიხუანის პლანტაციის გაშენება იგეგმება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 16:49

შალვა ნათელაშვილის თქმით, წეროვანში ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე მარიხუანის პლანტაციის გაშენება იგეგმება

მნიშვნელოვანი

  • „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანს ესტუმრა.

სხვა სტატიები

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანს ესტუმრა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, წეროვანში იმ ადგილთან იმყოფებოდა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაშია და სადაც მალე მარიხუანის პლანტაცია უნდა გაშენდეს.

შალვა ნათელაშვილი მარიხუანის კულტივაციას მკაცრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნარკოტიკების შემცველი მცენარეების დათესვა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„საქართველო ხდება ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, სადაც უკვე ნებისმიერ კერძო კომპანიას შეუძლია, დათესოს და მოიყვანოს მორფის შემცველი მცენარეული საშუალებები, ამ შემთხვევაში, მარიხუანა,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 16:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics