„არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით”- კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის

თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს მერმა მოსახლეობას დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი სატრანსპორტო პრობლემების გამო ბოდიში მოუხადა.

კახი კალაძის თქმით, მთელი თბილისის მაშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც მოსახლოებას დისკომფორტს უქმნის. თუმცა კალაძე ამბობს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი 15 სექტემბრისთვის დასრულებული იქნება.

„არსებობს დისკომფორტი გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ამიტომ მინდა მოვუბოდიშო მოსახლეობას. 15 სექტემბერს დამთავრებული იქნება ძირითადი სამუშაოები.

ამ ყველაფრით დაინტერესებულია მხოლოდ ერთადერთი ტელევიზია „რუსთავი2“ , ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, ცდილობს რომ მაქსიმალურად დისკრედიტაცია განახორციელოს დედაქალაქის მერიის მიმართულებით“-ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის თქმით, წეროვანში ივანიშვილის კუთვნილ ტერიტორიაზე მარიხუანის პლანტაციის გაშენება იგეგმება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც გაბედავს არასწორი ნაბიჯები გადადგას