შალვა ნათელაშვილი შოთა შალელაშვილს მიმართავს

“როგორც ცნობილია ჩვენ მარავალწლიანი თავდადებული ბრძოლით მივაღწიეთ იმას,რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში,დღის წესრიგში დგას კრიმინალ-მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური და დიპლომატიური სანქციების საკითხი. როგორც ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახდა ცნობილი ივანიშვილმა დასახმარებლად უხმო თავის პარტნიორს მილიარდიან ბიტკოინების ბიზნესში,ისრაელ-საქართველოს მოქალაქეს,საქართველოს პარლამენტის დეპუტატ შოთა შალელაშვილს,რომელიც ცდილობს თეთრი სახლის ადმინისტრაციაში თავისი ეროვნული ლობის მეშვეობით გადაარჩინოს საქართველოს მტარვალი და დამაქცევარი დამსახურებულ სასჯელს. ვაფრთხილებ ბატონ შალელაშვილს თუ არ შეწყვიტავს ამ უღირს საქმიანობას თვითონ მოხვდება სანქცირებულთა იმ სიაში, ხოლო მისი ამერიკელი მეგობრები გამოცხადდებიან სპეცპროკურორ მიულერთან,რომელიც იძიებს სწორედ რუს ოლიგარქებთან ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის დანაშაულებრივ კავშირებს”-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიანატოლი ბერძენიშვილი ახმეტ ჩატაევს დაეხმარა და ქალაქ ხოფიდან მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს