შალვა ნათელაშვილი: პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ამ ხელისუფლების უზნეობათა აპოთეოზს

„პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ამ ხელისუფლების უზნეობათა აპოთეოზს. ფაქტიურად ამით ხალხს უთხრეს, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და თქვენ კისერიც გიტეხიათო. შედეგად დაითრიეს 10 მილიარდი დამატებით უცხოეთის ბანკებიდან იმისათვის, რომ მერე პროცენტი ისევ ჩვენ გადაგვახდევინონ. გინდა მგელს შეუჭამიხარ და გინდა მგლისფერ ტურას, უნდა დამთავრდეს ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობს და კომენდანტის საათი. ხალხი უნდა დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე და ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა სანიტარული ნორმების დაცვით“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ამ ილუზიას გადაყვება ჩვენი ოჯახების ეკონომიკური მომავალი
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?